10:00 საათზე - 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)



11:00 საათზე - ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში "საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო პაპავას და ამავე გაერთიანების თავმჯდომარის მიხეილ თეთრუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "თაფლის ბაზარზე არსებული ვითარება: როგორ მოსავალს ელიან მეფუტკრეები. როგორია ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი წელს, რა პერსპექტივებია ევროკავშირის ბაზარზე, სადაც თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით აანონსებენ. თაფლის ხარისხი - გამოვლენილი დარღვევები და ანტიბიოტიკების შემცველობის კუთხით არსებული მდგომარეობა".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24