10:30 საათზე - მედიის კითხვებს მიმდინარე თემებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ლევან სანიკიძე - 591 914 043

11:00 საათზე - თსუ-ის პირველ კორპუსთან „თავისუფლების მოედანი“ ბრიფინგს გამართავს, სადაც „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიან გეგმას“ წარადგენს.

საკონტაქტო: 599 616 353; 598 131 258

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, დავით ბალავაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ცივი სეზონი და ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები. გაზის შიდა ქსელის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები, კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობები და რისკები. ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევის სტატისტიკა - თბილისის რომელ უბნებში ვლინდება ყველაზე მეტი დარღვევა“.

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

12:00 საათზე - პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

ლაბორატორიის სხდომათა დარბაზი ქალაქი თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქუჩა N49

 

12:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

 

14:00 საათზე - პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სხდომათა დარბაზი ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის 36ა

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

16:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

20:00 საათზე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #25

საკონტაქტო პირი: ნონა მჭედლიძე - 591 951 203