11:00 საათზე - სასტუმროში „Hotels & Preference Hualing Tbilisi” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მისამართი: ვაზისუბანი, ვიქტორ კუპრაძის #72 სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi"

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08. ანუკა გაბელია 551 633 644

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი, XIII ყრილობა გაიმართება.

მისამართი: ვაზისუბანი, ჯ. ლეჟავას ქუჩა 22 (სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“)