დღეიდან, პირველი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ამის შესახებ bm.ge წერს.

ცვლილებები "ოცნებამ" 2024 წლის დეკემბერში დააინიიცირა და 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე ცვლილების ისე ამოქმედებას, რომ სექტორს დრო არ ჰქონოდა, შეეწინააღმდეგა. ცვლილებები გადავადდა. ბეჟან წაქაძე თვლიდა, რომ პირველ თებერვლამდე დროც არასაკმარისი იყო, თუმცა კომიტეტმა მოსაზრება აღარ გაითვალისწინა.

ფინანსთა სამინისტრო ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში გადასახადების 200 მილიონი ლარით ზრდას ელის.