აშშ-ის მიერ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანში რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. სიტუაციის მონიტორინგი გაგრძელდება, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებაშია აღნიშნული.

"ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.