რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. 

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სავარაუდოდ, ბუქარესტის მერი ნიკუსორ დენი ლიდერობს და თითქმის 10%-იანი სხვაობით უსწრებს ჯორჯე სიმიონს. 

CURS-ის ეგზიტპოლის თანახმად, უპირატესობა ბუქარესტის ლიბერალ მერს ნიკუსორ დანს აქვს. მას ხმების 54.1% აქვს, ხოლო მის ოპონენტს, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონს - 45.9%.

Avangarde-ის ეგზიტპოლის თანახმად, დანს ხმების 54.9% აქვს, ხოლო სიმიონს - 45.1%.

საარჩევნო უბნების დახურვის მომენტისთვის ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 65% იყო.

კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ჯორჯე სიმიონი პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა, დამოუკიდებელ კანდიდატი, ნიკუსორ დანის კი ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.