ინდონეზიაში ვულკანი ანაკ კრაკატაუ ამოიფრქვა. შემთხვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავიარეისების უმეტესობა სინგაპურის, დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებით შეფერხდა.

ამასთან, ვულკანის გააქტიურებამ სეისმური აქტივობაც გამოიწვია.

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ვულკანის აქტივობასთან დაკავშირებით ცუნამის წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს.