ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა. ლიბიის სხვა დასახლებულ პუნქტებში კიდევ 170 ადამიანია დაღუპული.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ლიბიის ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან ძლიერი წვიმების დროს ორი კარშხალი გაირღვა.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.