ნატოს ევროპული წევრი ქვეყნების შიში რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ უსაფუძვლოა. აშშ იზრუნებს, რომ მოსკოვმა ეს არ გააკეთოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს ნატოს ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთების შესახებ რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებით და ფიქრობს თუ არა, რომ ეს შეშფოთება საფუძვლიანია.

"როცა ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი გაკეთდება, მათ (რუს ჯარისკაცებს) მოუნდებათ სახლში წასვლა და დასვენება", - აცხადებს ტრამპი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ ნატოს მოკავშირეებზე თავდასხმები არ მოხდეს.

"ეს არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს", - აღნიშნა მან.