სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სერბეთში საპარლამენტო არჩევნები თავდაპირველად 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. 27 ივნისს, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 18-თვიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ, ის რამდენიმე კვირაში გადადგებოდა და ქვეყანა ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებდა. ამჯერად ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია, თანამდებობას როდის დატოვებს.

2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.