აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინს შეხვედრა, აშშ-ის გარდა, ნებისმიერ ადგილას სურდა. 

ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სამი დღეა, ყალბი მედია ავრცელებს ინფორმაციას“, რომ პრეზიდენტმა "დიდი მარცხი განიცადა“, როდესაც ვლადიმერ პუტინს აშშ-ში შეხვედრის ჩატარების უფლება მისცა.

"სინამდვილეში, ის სიამოვნებით გამართავდა შეხვედრას, აშშ-ის გარდა, ნებისმიერ ადგილას და ყალბმა მედიამ ეს იცის. ეს იყო დავის მთავარი საგანი! შეხვედრა სხვაგან რომ ჩაგვეტარებინა, დემოკრატების მიერ კონტროლირებადი მედია იტყოდა, რომ ეს საშინელი იდეა იყო“, – წერს ტრამპი.