ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გოცირიძის წინააღმდეგ შსს-ში სარჩელი შეიტანა. 

გოცირიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟორჟოლიანს შეურაცხყოფას აყენებს.

"გადავწყვიტე, რომ მათი ენით ველაპარაკო. დავიწყოთ იქიდან, რომ ცრუ ჩვენება მისცა, რომლის შემდეგაც დააკავეს პატრიოტი ადამიანები, შესაბამისად, მაინტერესებს ტესტი ჩავუტარო ქართულ მართლმსაჯულებას, მაშინ, როდესაც მე ბატის სმაილისთვის დამაჯარიმეს, მაინტერესებს როგორ იქცევა სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი "ტიტუშკები" როცა ასე მოგვმართავენ ჩვენ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ბექა გოცირიძის საჩივრის საფუძველზე პროევროპული აქციების 2 მონაწილე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ პირველ აგვისტოს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს გოცირიძეზე.

აქციის მონაწილეების თქმით, გოცირიძე მომიტინგეებთან თავად შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა ამოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.

თოშხუას და შერვაშიძის სასამართლო დღეს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.