აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ ჰორმუზის სრუტეს სახელი გადაერქვას და ტრამპის სრუტე ეწოდოს.

"ახლა, როდესაც ის აშშ-ის კონტროლის ქვეშაა, უნდა შევცვალოთ თუ არა ჰორმუზის სრუტის სახელი ტრამპის სრუტით??? ამერიკის მსგავსად, ისიც "უფრო ცხელი“ იქნება, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი.

ტრამპმა მანამდე ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და „ამერიკის ტბა“ დაარქვა, რამაც აშშ-სა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბა.