უკრაინელი ჯარისკაცები რუსული ტყვეობიდან კრიტიკულ მდგომარეობაში დაბრუნდნენ. ბევრ მათგანს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები აქვს, ზოგიერთს კი დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი უკრაინელი დამცველი რუსული ტყვეობიდან ამპუტირებული კიდურებით, მხედველობის პრობლემებით, ინფექციებით და ქრონიკული დაავადებებით დაბრუნდა, ზოგიერთს დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია, ამიტომ უკრაინაში ჩასვლისთანავე ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლივ წაიყვანეს.

"პირობები ძალიან რთულია. კადრებში ხედავთ ჩვენი ტყვეების მდგომარეობას, მაგრამ ბევრი მათგანი კადრებში არ ჩანს. რადგან ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ“, - განაცხადა იუსოვმა.

უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა დღეს შედგა.