ჩინელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად დაატყვევეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონეცკის რეგიონში, ბრძოლის დროს უკრაინელმა დამცველებმა ტყვედ აიყვანეს ორი ჩინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ.

"უკრაინის ტერიტორიაზე ჩინელი ჯარისკაცები დავატყვევეთ. დონეცკის რეგიონში, ტარასოვკაში, ბელოგოროვკაში უკრაინელები ბრძოლაში ექვს ჩინელ ჯარისკაცთან შევიდნენ. ორი ტყვეობაშია. შესაბამისად, არის დოკუმენტები, არის მათი პასპორტები, არის საკრედიტო ბარათებიც კი. ესენი არიან ჩინეთის მოქალაქეები.

ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სამხედრო გზით უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შემდეგ, მაგრამ არის განსხვავება: ჩრდილოეთ კორეელები ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ კურსკის მიმართულებით. ჩინელები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.