ევროპა უნდა იყოს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ევროკავშირს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უნდა წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია ძალიან მკაფიოა - ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან ომის დასასრულებლად.

"ევროპა ძალიან დიდია და მას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმომადგენლობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპას წარმოადგენენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მაკრონი და სტარმერი", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, უკრაინას სურს თავისი მკაფიო პოზიცია გადასცეს ყველა სხვა პარტნიორს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს.