უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 030 580 (+920) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.07.25-მდე: ტანკები – 11 011 (+11), ჯავშანტექნიკა – 22 972 (+3), საარტილერიო სისტემები – 30 140 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1437 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1193 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 44 781 (+324), ფრთოსანი რაკეტები – 3445 (+6).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 54 656 (+81), სპეციალური ტექნიკა – 3929 (+0).