პოლიციელზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18  ივლისს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. 

დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. 

ანზორ კვარაცხელიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.