გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო თავდასხმებს დასავლეთმა დამატებითი სანქციებით უნდა უპასუხოს.

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით. მას ამ ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, რის გამოც ევროკავშირი შეთანხმდება დამატებით სანქციებზე“, – განაცხადა ვადეპულმა.

რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 367 დრონი გაუშვა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა.