რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებენ საქართველოში რუსული დროშით უცნობი პირის ქმედებებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"დილიდან მოყოლებული, არაერთი ზარი შემოდის, რომლებიც კომენტარის გაკეთებას ითხოვენ უცნობი ანტიგმირის ქმედებაზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშებით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა აკეთებდეს მასთან ფსიქოპათი. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. პირადად ჩემგან. როდესაც ღმერთმა ადამიანს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებთან უწევს მუშაობა – ამ შემთხვევაში, სწორედ იმ ორგანოებთან, რომლებიც, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად ხვდებათ ხელში. უცნაურია, რომ ხელთათმანი აცვია. მაგრამ ალბათ, კარგად იცნობს საკუთარ თავს. რას არ გააკეთებს უტვინო ადამიანი თვითკმაყოფილებისთვის.

დედოფალ თამარის ღირსეული შთამომავლები - წერეთლების ოჯახის დიდებული წარმომადგენლებიდან და პრინცი ბაგრატიონიდან, რომლებიც რუსული დროშის ქვეშ იბრძოდნენ, ნიკოლაი ცისკარიძემდე, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა - მათ თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს - უღირსი ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან ასოცირებენ ქართული პატივითა და სიამაყით. რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია, დაცემული რაიხსტაგის თავზე", - წერს ზახაროვა.