უკრაინა დონბასს არ დატოვებს, რადგან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დათმობები გზას გაუხსნის ახალ აგრესიას და „მესამე ომის“ რისკს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ამბავი არ ეხება იმას, რომ რუსები უკრაინას დონბასის სრულად დატოვებას სთავაზობენ და ამის სანაცვლოდ ისინი ასევე მზად არიან დატოვონ გარკვეული ტერიტორია.

„ჩემი აზრით, ისინი, უბრალოდ გვთავაზობენ, რომ არ იქნება წინსვლა, მაგრამ არც სადმე გავიდნენ. და ვფიქრობ, რომ საქმე სწორედ ამაშია. რადგან დონბასიდან გასვლის სიტუაცია ცეცხლის შეწყვეტის პირობაა, მაშინ ეს გაცვლა საკმაოდ პირობითია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გთავაზობენ გასვლას იმ ტერიტორიიდან, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ და ამის სანაცვლოდ შემდგომი შეტევა აღარ იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით,  რუსები, ალბათ, ხვდებიან, რომ ისინი მაინც ვერ მიიღებენ ხარკოვს და ვერც სუმის რეგიონს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული ჯარები დონბასს არ დატოვებენ.

"ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ყველას ავიწყდება პირველი ნაწილი - ჩვენი ტერიტორიები უკანონოდ არის ოკუპირებული. რუსებისთვის დონბასი მომავალში ახალი შეტევის პლაცდარმია. თუ დონბასს საკუთარი ნებით დავტოვებთ ან ზეწოლას მოახდენენ, მესამე ომს გავხსნით. თუ დღეს დავტოვებთ დონბასს, ჩვენს მიერ კონტროლირებად სიმაღლეებს, ჩვენ აშკარად გავხსნით პლაცდარმს რუსების შეტევის მოსამზადებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ პუტინს ღია გზა ექნება როგორც ზაპოროჟიეს, ასევე დნეპრის ოლქისკენ.

"და არა მხოლოდ ეს. ასევე ხარკოვისკენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ტერიტორიების ნებისმიერი საკითხი არ შეიძლება გამოიყოს უსაფრთხოების გარანტიებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა მათ დაახლოებით 9 ათასი კვადრატული კილომეტრის მიცემა სურთ, რაც დონეცკის ოლქის დაახლოებით 30%-ია და ეს მათი ახალი აგრესიის პლაცდარმია“, - განაცხადა ზელენსკიმ.