საარჩევნო პროცესი არის მთლიანად საერთაშორისო დაკვირვების მიღმა დარჩენილი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროდასავლური ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს.

"არსებობს საერთაშორისო ორი  ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება დააკვირდეს არჩევნებს, ვგულისხმობ მონიტორინგს - ერთია ეუთო/ოდირი და მეორეა ევროსაბჭოს სპეციალური ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის სადამკვირვებლო მისია. არც ერთი და არც მეორე ამ ე.წ. არჩევნებში, რომელიც არჩევნები არ არის და არის რუსული სპეცოპერაცია, არ იქნება წარმოდგენილი. ანუ, ეს პროცესი არის მთლიანად საერთაშორისო დაკვირვების მიღმა დარჩენილი. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა არ მონაწილეობს ამ რუსულ სპეცოპერაციაში", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.