"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - 22 ონლაინ მედია ახალ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში, დღეს, 22 ონლაინ გამოცემის ვებგვერდი 1 საათით გაითიშა.

მედიასაშუალებებმა სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი კი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.

"დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.

გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად.
თიბისი ბანკი #GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი
#GE06BG0000000609779465
მიმღები “ხალხის წყარო”

სინათლე არ უნდა ჩაქრეს.

თავისუფლება მზიას!

თავისუფლება სინდისის პატიმრებს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.