უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 482 290 (+1260) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.05.24-მდე: ტანკები - 7454 (+5), ჯავშანტექნიკა - 14375 (+22), საარტილერიო სისტემები - 12472 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1066 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 797 (+1), თვითმფრინავები - 350 (+1), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9910 (+42), ფრთოსანი რაკეტები - 2194 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16819 (+64), სპეციალური ტექნიკა - 2042 (+2).