უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 172 900 (+560) ჯარისკაცი დაკარგა. 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.03.2023-მდე: ტანკები - 3 610 (+1), ჯავშანტექნიკა - 6 974 (+8), საარტილერიო სისტემები - 2 671 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 526 (+0). 

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 278 (+1), თვითმფრინავი - 306 (+0), ვერტმფრენები - 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 239 (0), ფრთოსანი რაკეტები - 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  5 518 (+11), სპეციალური ტექნიკა - 291 (+3).