მე არ მომსვლია არანაირი წერილობითი შეტყობინება გამოძიების დაწყების შესახებ, ასევე ზეპირსიტყვიერადაც არავის შეუტყობინებია და ვგეგმავთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას ახალი განცხადებით კვლავ მივმართოთ, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით დაცვის მხარემ დამატებითი განცხადებებით მიმართა მთელ რიგ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს და მოითხოვეს ვიდეოკამერებში არსებული ვიდეოების შენახვა, რომ კვალი არ გაქრეს.

"მე არ მომსვლია არანაირი წერილობითი შეტყობინება გამოძიების დაწყების შესახებ, ასევე ზეპირსიტყვიერადაც არავის შეუტყობინებია და ვგეგმავთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას ახალი განცხადებით კვლავ მივმართოთ. 
შესაბამისად, გიორგიც არ გამოკითხულა. 

ჩვენ, დაცვის მხარემ დამატებითი განცხადებებით მივმართეთ მთელ რიგ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს და მოვითხოვეთ ვიდეოკამერებში არსებული ვიდეოების შენახვა, რომ კვალი არ გაქრეს. 

მივიღეთ დასტური, რომ ჩვენი განცხადებები ჩაბარებულია, შესაბამისად, აღნიშნული უწყების უწყების წარმომადგენლები როგორ მოიქცევიან, ეს ჩვენს კონტროლს სცდება", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.