უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თარბეი (თაბო) არქანია დაიღუპა. 

ახლობლის ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა.

თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა, ის აფხაზეთიდან იყო დევნილი. მას 10 მაისს ქალაქ ოდესაში დაკრძალავენ.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.