უკრაინა დნეპროპეტროვსკის რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს. იქ დამონტაჟდება NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქის თემებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა დნეპროპეტროვსკის ოლქის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, ეს არის რთული მისია, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.

"და უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ რეგიონის გაძლიერებას ორი სისტემით. კონკრეტულ ადგილებს არ ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ არის საჯარო", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დნეპროპეტროვსკის რეგიონის თავდაცვის გასაძლიერებლად თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით და საჰაერო თავდაცვის სისტემებით, როგორიცაა NASAMS.

4 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაიღუპა ცხრამეტი ადამიანი, მათგან ცხრა ბავშვი იყო.

10 აპრილს, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს დნიპროს. რაკეტა კომპანია Biosphere-ის საწყობებში შეფრინდა. დაიღუპა 42 წლის მამაკაცი, არიან დაშავებულები.