უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს შესაძლებელია ერთი პირობით.

ინტერვიუს დროს ზელენსკის ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ის პუტინთან ერთ მაგიდასთან დაჯდომას, თუ დაიწყებოდა პოტენციური სამშვიდობო პროცესი ოთხი ჯგუფის მონაწილეობით.

ზელენსკის თქმით, ის მზად არის ამისთვის, თუ ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობა მოუტანოს უკრაინის მოქალაქეებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ წავალთ ამ ვარიანტზე, ამ ოთხ მონაწილესთან შეხვედრაზე. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვარ, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, არ ვიქნები კეთილგანწყობილი მის მიმართ და მტრად მიმაჩნია. და გულახდილად რომ ვთქვა, მასაც მტრად მივაჩნივარ", - განაცხადა ზელენსკიმ.