მნიშვნელობა არ აქვს სამართლებრივ პროცედურას, თუ ჩათვლიან, რომ მათი მიზნის მისაღწევად დასაჭერია 20 ადამიანი, დაიჭერენ, - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ პროკურატურა რასაც მოითხოვს, იმას გაითვალისწინებს სასამართლოც, ამ შემთხვევაში კი გიგი უგულავას პატიმრობას.

"ყველას კარგად გვესმის, რატომ ხდება ეს. ეს არის დაშინების მცდელობა. რეჟიმმა დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებზე უჭირთ მომიტინგეთა კონტროლი, აქ გაზის, წყლის ჭავლისა და რობოკოპების გამოყენების საშუალება ნაკლებად აქვთ ამ ეტაპზე და ამოცანად დაისახეს, რომ დაიჭერდნენ იქ გამოსული ხალხის ნაწილს იმისათვის, რომ მომავალში სხვებს შეეშინდეთ მსგავსი პროტესტის გამოხატვის. ვერავის ვერ შეაშინებენ, გიგის პოზიციაც იგივეა. რასაც დაუკვეთავენ, იმას გააკეთებენ. პატიმრობას მოითხოვს პროკურატურა და პატიმრობას შეუფარდებენ გიგის. ამაზე ეჭვი არ შეიძლება, არსებობდეს. 

თუ გზა გადაიკეტა და ამის გამო, ვინმე არის ბრალდებული, მეც უნდა ვიყო. ამ ხალხს, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული, არავითარი ჯგუფური ორგანიზება არ იყო, სისულელეა. საინტერესოა, რა მიზნით შეარჩიეს ესენი. მნიშვნელობა არ აქვს სამართლებრივ პროცედურას, თუ ჩათვლიან, რომ მათი მიზნის მისაღწევად დასაჭერია 20 ადამიანი, დაიჭერენ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას სისხლის სამართლის მუხლით ახალი ბრალი წაუყენეს.