"მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველ დღე და ყოველ წუთში კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის.

მადლობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის შექმნა ქვეყანაში.  თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!", - წერს ტიმოშენკო.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტიმოშენკოს განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკოს ნაცვლად თანამდებობაზე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსეი კულებას დანიშვნა იგეგმება.

რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კირილ ტიმოშენკო Chevrolet Tahoe-თი გადაადგილდებოდა, რომელიც General Motors-მა უკრაინას ჰუმანიტარული მისიისთვის გადასცა.

თავად ტიმოშენკომ ეს არ უარყო, თუმცა განმარტა, რომ ის გადაადგილდებოდა დეოკუპირებულ ტერიტორიებზე და მანქანა სახელმწიფო ადმინისტრაციის ბალანსზეა.