შეუძლებელია პუტინის მარიონეტებს რაიმე სახის თანხვედრა ჰქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან, ამიტომ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, ისევე როგორც ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ კრიმინალურმა რეჟიმმა იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან, რომ მათ არ აღიარებენ. ურთიერთობა აშშ-ის ხელისუფლებას თურქმენეთთანაც აქვს და სხვა დიქტატორულ რეჟიმებთანაც შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი, ხოლო რაც შეეხება თანხვედრას, არაფერში არ არის თანხვედრა, ეს არის მოჩვენებითი თანხვედრა, ისევე როგორც ივანიშვილის ბანდას სურდა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, არაფერში თანხვედრა არ აქვთ ცივილიზებულ სამყაროსთან ელემენტარულად იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმს და მის მარიონეტებს რაიმე დამთხვევა ჰქონდეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან თუ ნებისმიერი სხვა ცივილიზებული ქვეყნის ადმინისტრაციასთან. ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი და უარესს გააკეთებდნენ, ვიდრე ეს ხდება ოკუპირებულ ჩეჩნეთში, მაგრამ აქეთკენ მიემართებიან.

კრიმინალური ბანდა ცდილობს რაღაცებს, მაგრამ სულ მალე გამოაცხადებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპიც დამარცხდა დიფ სთეითთან, საერთოდ ყველა დამარცხდა, ევროკავშირიც, აშშ-იც, მხოლოდ ამ რუსულმა ბანდამ გაუძლო დიფ სთეითის შემოტევებს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ