ეს წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ხალხი, რომელიც მზად არის, ძალაუფლებისთვის ქვეყანა გაყიდოს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს სახელით ელაპარაკოს სტრატეგიულ პარტნიორებს.

"ეს წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ხალხი, რომელიც მზად არის, ძალაუფლებისთვის ქვეყანა გაყიდოს.

ივანიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს სახელით ელაპარაკოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და დააზიანოს წლობით ნაშენები ურთიერთობები. მან უკვე უღალატა ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, უღალატა თავისუფლებას და ქართველ ხალხს.

ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი გეგმაა, დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, ქვეყანა სწრაფად გამოვიყვანოთ იზოლაციიდან, აღვადგინოთ კავშირები დასავლელ პარტნიორებთან და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.