ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება.

"მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა. მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ გასამართლებულ პირს და მოუწოდებს მათი გათავისუფლებისკენ", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.