ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არსებობს არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი ვითარების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კანდიდატი ქვეყნის ხაზიდან გავიდა.

"საქართველოს ხელისუფლება კანდიდატი ქვეყნის ხაზიდან გავიდა, საქართველო არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც არის კანდიდატებისთვის, განსაკუთრებით დემოკრატიასთან დაკავშირებით, ამიტომაც არ იქნება კარგი ახალი ამბები ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის.

კრიტიკული და პესიმისტური გზავნილია თავისი არსით, ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არსებობს არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი ვითარების გამო.

იმედი მაქვს, ამ პოლიტიკური ხაზიდან ჩვენ არ გადავუხვევთ, კვლავ გავიმეორებთ და მივაწვდენთ გზავნილს საქართველოს, რომ ვითარება უნდა შეიცვალოს საქართველოში და არა ბრიუსელში", - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.