პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება.

"ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციური პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება აკრძალულია.

შსს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, "არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად".