ეს არის მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ვითომდაც არჩეული პარლამენტის, უკანონო პარლამენტის დაკანონების და თვითლეგიტიმაციის მცდელობა, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში რომელიმე პარტია, რომც შევიდეს, ეს პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

"ეს არის მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ვითომდაც არჩეული პარლამენტის, უკანონო პარლამენტის დაკანონების და თვითლეგიტიმაციის პროცესი, მცდელობა, რომელსაც არავითარი შედეგი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არ ექნება. 

ოპოზიციის ყველა ჯგუფი, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ამბობს, რომ არ აპირებს პარლამენტში შევიდეს და ამ უკანონო პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ისინი ამას ამბობენ და არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო. 

რომც მოხდეს ისე, რომ ვიღაც მაინც შევიდეს, ეს ამ უკანონო პარლამენტის ლეგიტიმაციას მაინც ვერ მოახდენს", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.