"კრაკადილშიკების" ქცევა აქვთ ადამიანების მიმართ ბექა ოდიშარიას მსგავს ადამიანებს. ეს ადამიანი აშკარად თრობის ქვეშ იმყოფებოდა, იქცეოდა ისე, როგორც გავეშებული ადამიანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბექა ოდიშარია არის "ოცნების" სახე.

"ბექა ოდიშარია არის რუსული ოცნების სახე, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კოლექტიური რუსული ოცნება ბექა ოდიშარიაში თუ  როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსული ოცნების წარმომადგენლებს ადამიანების მიმართ. "კრაკადილშიკების" ქცევა აქვთ ადამიანების მიმართ ბექა ოდიშარიას მსგავს ადამიანებს. ეს ადამიანი აშკარად თრობის ქვეშ იმყოფებოდა, იქცეოდა ისე, როგორც გავეშებული ადამიანი. ქალებს, იქ მყოფ ახალგაზრდებს აყენებდა შეურაცხყოფას მისი შვილების თანატოლებს, ამიტომ, კოლექტიური ბექა ოდიშარიები უნდა დასრულდნენ ამ ქვეყანაში. ქუჩებში უნდა გამოვიდეთ და ვაპროტესტოთ.

გუშინ ვნახეთ, რომ იმედის ახალი სხივი გამოჩნდა. პროტესტს მიეცა ახალი ძალა და ახალი შემართება, ქუჩაში გამოვიდა საკმაო რაოდენობის ადამიანი", - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

3 სექტემბერს ბექა ოდიშარიას და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებმა ოდიშარიას წყალი შეასხეს, ოდიშარიამ კი აქტივისტებს აგინა.