უკრაინა თავის ტერიტორიებს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს არ დაუთმობს, თუ ის უფრო შორს წავა, მას მილიონობით რუსი ჯარისკაცის დაკარგვა მოუწევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინს არავინ ენდობა.

"ზოგისთვის ეს უბრალოდ ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ისტორია, ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის სახლები, ეს არის ოჯახები, ეს არის მრავალი, მრავალი ასპექტი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა უკრაინისთვის. ისინი, ვინც ცხოვრობდნენ და ვინც ახლა დატოვა სახლები დაბომბვის, ოკუპაციის გამო, მათ სურთ დაბრუნება. დიახ, შესაძლოა ეს ახლა არარეალურია, მაგრამ ისინი დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერიტორიების გაცვლის სახით არ არსებობს ერთიანი ან გონივრული მიდგომა.

„თუ ამ ადამიანს არ ენდობით, თუ ამ ადამიანმა უკვე მოახდინა ნაწილობრივ თქვენი ოკუპაცია, თუ გესმით სრულმასშტაბიანი ომის ყველა ასპექტი, ანუ თუნდაც ამაზე წახვიდეთ, თუ ვინმე მხარს უჭერს ამ გიჟურ იდეას, ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ პუტინი არ გააგრძელებს? გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა ბევრჯერ მოიტყუა, ამიტომ არ შეიძლება მისი ნდობა და ტერიტორიების მიცემა.

"ეს ჩვენი თავდაცვის ხაზის ძალიან ძლიერი ნაწილია. მან იქ უკვე ბევრი სამხედრო დაკარგა. 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, განსაკუთრებით ძირითადი მიმართულებებით. ვგულისხმობ პუტინს. ამიტომ, ცხადია, რომ 4 წლის განმავლობაში მან ვერ შეძლო დონბასის ერთი რეგიონის 30%-ზე მეტის დაკავება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ თუ რუსი დიქტატორი უფრო შორს წავა, მას წლები დასჭირდება.

„არ ვიცი რამდენი წელი, მაგრამ წლები იქნება, მაგრამ აქ საკითხი მხოლოდ წლებს არ ეხება, მხოლოდ დროს არ ეხება. აქ საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მას მილიონობით ჯარისკაცის დაკარგვა მოუწევს. სწორედ ამიტომ ჩვენ მას ასეთ საჩუქრებს არ გავუკეთებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.