ჩემთვის, ევროპული მთავარი ძვრები უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სახელს, მისი მმართველობის პერიოდს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართველებს კულტურული კოდი აქვთ ევროპული.

"რაც მოხდა ევროსაბჭოში, არის უდიდესი აღიარება ქართველი ხალხის და უდიდესი აღიარება არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების მუშაობის. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ის საინტერესო ვეღარ იქნება. ის შეიძლება მოლაპარაკე არის, მაგრამ არა მოლაპარაკე თავი, არა იმიტომ, რომ თავს, როცა ვამბობთ, იგულისხმება ტვინიც და თეა წულუკიანი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. 

ჩემთვის, ევროპული მთავარი ძვრები უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სახელს, მისი მმართველობის პერიოდს. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენ ამისი სურვილი გამოვხატეთ საუკუნეების წინ. ჩვენი მუსიკა არის ევროპული მუსიკა, ჩვენი მხატვრობა არის ევროპული, ჩვენ კულტურული კოდით ვართ ევროპელები, კულტურულ კოდებს ვერ ცვლიან ისეთი არარაობები, როგორიც ივანიშვილია. ის ცდილობს ჩვენი ქვეყნის არჩევანის მიტაცებას, ქვეყნის მმართველობის მიტაცებას და ამ გზით ჩვენს გადაშენებას. შეუძლებელია, ქართველმა შეიცვალოს თავისი ევროპული ორიენტაცია, თუ ის არ გადაშენდა, როგორც ერი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.