საუბარი იმაზე, რომ თვითონ წყვეტენ PACE-სთან თანამშრომლობას, სასაცილოა. PACE წყვეტს მათთან ყველანაირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული პრაქტიკა არის ესეც.

"სინამდვილეში, ამ რეზოლუციაში ყველაფერი წერია, რომ PACE წყვეტს მათთან ყველანაირ თანამშრომლობას. უფლებამოსილება კი მიანიჭეს, მაგრამ შეუწყვიტეს ყველანაირი უფლებები. ერთადერთი, რისი უფლებაც ჰქონდათ დატოვებული ეს იყო, რომ დარბაზში შესულიყვნენ და მოეხსენებინათ იმის თაობაზე, თუ რამდენად ასრულებენ ამ რეზოლუციაში ჩადებულ პირობებს.

საუბარი იმაზე, რომ თვითონ წყვეტენ PACE-სთან თანამშრომლობას, სასაცილოა. იმავეს აკეთებენ, რაც ადრე, დახმარებას რომ უნდა შეეწყვიტა ევროკავშირს და გამოხტნენ, უარს ვამბობთ დახმარებაზეო. რუსული პრაქტიკა არის ესეც", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.