ჩვენ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ მივდივართ, პირიქით, მის გამოყენებას ვაპირებთ კარგი გაგებით, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანი დღეს სჭირდება საქართველოს.

"ჩვენ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ მივდივართ, პირიქით, მის გამოყენებას ვაპირებთ კარგი გაგებით. ასეთი ადამიანი დღეს სჭირდება საქართველოს, რომ ლეგიტიმაცია მისცეს ჩვენს არჩევნებს. ჩვენ არ ვუპირისპირდებით მას, პირიქით, ადამიანები, რომლებიც არიან „წინააღმდეგობის პლატფორმაში“, შემდეგ მოდიან ჩვენთან და ჩვენგან იქ მიდიან. მთავარია, ჩვენ, ორივეს, ერთი და იგივე იდეა გვაქვს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უფრო რადიკალურად გვინდა ამის გაკეთება და არა მიმდინარე დინებით. დრო არ გვაქვს. ჩვენ თუ კიდევ ნელი დინებით მივყვებით ამ ჩვენს ცხოვრებას, გამოდის, რომ ივანიშვილს ვაძლევთ ბევრ დროს, ქვეყანა ბელარუსი გახადოს.  უნდა იყოს აქტივობა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.