დაახლოებით ორი კვირის წინ, მალავდა ეროვნული ბანკი და მთავრობა არსებულ ვითარებას და იმ დონეზე გაასაიდუმლოვეს მათ დოლარების გაყიდვა და ამის მასშტაბები, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა „Fitch”-ის დასკვნა, რომელიც ამ ვითარებას აღწერს, როგორც საგანგაშოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,“ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლიან პერიოდში, როდესაც ჩაიბარა 2012 წელს ეროვნული ბანკის რეზერვები - სამი მილიარდი, დღეს უკვე ოთხი მილიარდი ნიშნავს, რომ დაბრუნდა რეზერვები 2020 წლის დონეზე.

"დაახლოებით ორი კვირის წინ, მალავდა ეროვნული ბანკი და მთავრობა არსებულ ვითარებას და იმ დონეზე გაასაიდუმლოვეს მათ დოლარების გაყიდვა და ამის მასშტაბები, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა „Fitch”-ის დასკვნა, რომელიც ამ ვითარებას აღწერს, როგორც საგანგაშოს. საგანგაშოდ იყო აღწერილი ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა ორასი მილიონი დოლარი გაყიდა სექტემბერ-ოქტომბერში და ასი მილიონი წინასაარჩევნო კვირას. გუშინ გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები და ამ ორგანიზაციამაც არ იცოდა, რომ დღეს ეროვნული ბანკის რეზერვები არის ოთხი მილიარდი. ანუ შვიდასი მილიონით ნაკლები, ვიდრე ამ ორგანიზაციამ საგანგაშოდ აღწერა და დღეს, რომ ამას დაინახავენ და ახალი დასკვნა, რომ დაიწერება, უკვე დადგება საკითხი რეიტინგის შეცვლაზე და ბიზნესს ძალიან გაურთულდება ვითარება. მეორე საკითხი არის კატასტროფული ვითარება რეზერვებთან დაკავშირებით.“ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლიან პერიოდში, როდესაც ჩაიბარა 2012 წელს ეროვნული ბანკის რეზერვები - სამი მილიარდი, დღეს უკვე ოთხი მილიარდი ნიშნავს, რომ დაბრუნდა რეზერვები 2020 წლის დონეზე და ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მილიარდია განსხვავება იმ საწყის მდგომარეობას შორის, რაც დასაწყისში იყო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.