საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"დანია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომებისა და ასევე ბოლო დროს კანონმდებლობის მიღების გამო, რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციური საქმიანობის შეზღუდვა. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ ზომებს და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად“, – წერს დანიის ელჩი.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.