დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ურთიერთობებში პოლიტიკურმა, ან დიპლომატიურმა დონემ აიწიოს,  - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის, როგორც ფუნდამენტურ დემოკრატიას საქართველოსთან ურთიერთობაში საფუძველი სჭირდება.

"დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ურთიერთობებში პოლიტიკურმა, ან დიპლომატიურმა დონემ აიწიოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აშშ-ის, როგორც ფუნდამენტურ დემოკრატიას საქართველოსთან ურთიერთობაში საფუძველი სჭირდება. ეს საფუძველი, ეს წინაპირობა თავისთავად უნდა იყოს რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია. 

არსებობს ფორმები, როდესაც დემოკრატიები ავტორიტარულ რეჟიმებთან, დიქტატორებთან დიალოგის ფორმატში ურთიერთობენ სწორედ იმიტომ, რომ სტრატეგიული და სახალხო ინტერესები ამოძრავებთ, მაგრამ ის არის ძალიან შეზღუდულ ჩარჩოში და კონკრეტულ მიმართულებებს ეხება, მაგრამ არასდროს არ გადადის სტრატეგიული თანამშრომლობა რაშიც ვლინდება, იმ დონიდან", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.