დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის რუსეთის წინააღმდეგ 2002 წლიდან მუშაობს.

"დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი. დიახ, "რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ.

დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით.

პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა. ბოლომდე!“,- წერს  ელენე ხოშტარია.

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.