გთხოვთ, შეიქმნას ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი. ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდება ზუსტად ისე, როგორც კომუნისტური რეჟიმი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის იმ უმძიმეს დასკვნაზე, რაც გაცხადდა გუშინ და გუშინ წინ. კარგად გვესმის, რომ ამ ნაბიჯით რეჟიმი ცდილობს, მთელ ქვეყანას უთხრას, რომ აქ ცვლილებების შანსი არ არის. ამან მათი გადმოსახედიდან, უნდა გამოიწვიოს უიმედობა ქართველ ხალხში, მაგრამ ამის ნაცვლად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უიმედობის ნაცვლად ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას გამოიწვევს და ჩვენ შევძლებთ ერთიანი ძლიერი წინააღმდეგობის, დემოკრატიული ფრონტის შექმნას.

ყველასთვის, ვისთვისაც ცხადია, რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი, ვისთვისაც ცხადია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია და გადის ქუჩის საპროტესტო აქციებზე, მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე რეჟიმთან, ვისთვისაც ცხადია, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი და ევროკავშირი უსაფრთხოება და კეთილდღეობაა, გთხოვთ, შეიქმნას ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი. ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდება ზუსტად ისე, როგორც კომუნისტური რეჟიმი", - განაცხადა კირთაძემ.

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.