ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონოდ გამოყენება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობისთვის.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობისთვის. ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონოდ გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის და გამოდის, რომ საქართველოს ნებისმიერი  მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული პროცესების უკუსვლას და ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც მიიღებს მონაწილეობას საჯარო პროტესტებში - ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად და ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეიძლება, ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.