„ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, – ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ „ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის, ამიტომ მონაწილეობა აბსურდია“.

„ლელო“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, რადგან პრეზიდენტმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის, ამიტომ მონაწილეობა აბსურდია. ჰოდა, კეთილსინდისიერება გვმართებს ყველას პოზიციის სიცხადეში“, – წერს ელენე ხოშტარია.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! ეს არის ბრძოლის ველი, სადაც, ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ“.