ეს არის ანტიქართული და ანტიდასავლური ძალა, რომელიც მომართულია, გაანადგუროს ქვეყანაში ყველაფერი, რაც დემოკრატიულია, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს, მას თამაშში არ უნდა შეჰყვე.

"რუსული რეჟიმი ცდილობს, რომ თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ შენ, თუკი პროდასავლური პოლიტიკური პარტია ხარ, ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეუწყო ხელი ძალაუფლების შენარჩუნებაში. გარდა იმისა, რომ რუსული რეჟიმია, იმავდროულად მათი მიზანია ჩვენი მოკვეთა დასავლეთიდან და ქართული ინტერესებიდან.

ჩვენ რომ სასამართლო ხელისუფლება გვქონდეს, რა მოცემულობის წინაშეც ვდგავართ, არ დადგებოდა ეს საკითხები. 

ეს არის ანტიქართული და ანტიდასავლური ძალა, რომელიც მომართულია, გაანადგუროს ქვეყანაში ყველაფერი, რაც დემოკრატიულია. ეს ჩვენ დავინახეთ არჩევნებიდან მოყოლებული, ამიტომ, ის, რომ რეჟიმთან არ უნდა ითანამშრომლო და არ უნდა შეჰყვე მას თამაშში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩამოიშალოს რეჟიმი", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.